1767610696
უცხოეთი
კოლუმბიის პრეზიდენტი: კოლუბიის მიმართ ტრამპის მუქარა უკანონოა
კოლუბიის მიმართ დონალდ ტრამპის მუქარა უკანონოა, - ამის შესახებ კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებების საპასუხოდ მთელი ვენესუელელი, კოლუმბიელი და ლათინოამერიკელი ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს.
„დღეს ვნახავ, ითარგმნება თუ არა ტრამპის ინგლისური სიტყვები ისე, როგორც ამას ეროვნული პრესა იუწყება. ამიტომ, მათ ვუპასუხებ მოგვიანებით, ვიდრე არ გავიგებ, რას ნიშნავს სინამდვილეში ტრამპის უკანონო მუქარა. რაც შეეხება ბატონ რუბიოს, რომელიც ხელისუფლებას პრეზიდენტისგან გამოყოფს და ამბობს, რომ პრეზიდენტს არ სურს თანამშრომლობა, მაშინ, როცა ხელისუფლებას სურს, მოვუწოდებ მას, წაიკითხოს კოლუმბიის კონსტიტუცია, რადგან მისი ინფორმაცია სრულიად არასწორია“, - აცხადებს კოლუმბიის პრეზიდენტი.