კოლუმბიის ერთ-ერთ ქალაქში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
კოლუმბიის ცენტრალურ ქალაქ ვილიავისენსიოში მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც სულ მცირე 23 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქის ცენტრში, რეგიონული მთავრობის ოფისების წინ აამოქმედეს, რის შედეგადაც რამდენიმე შენობა დაზიანდა.
ამ დრომდე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ეს იმ თავდასხმების სერიის ნაწილია, რომლის დროსაც ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით სახელმწიფო დაწესებულებების შენობები და უსაფრთხოების ძალების შტაბ-ბინები მიზანში ამოიღეს.
კოლუმბიის პრეზიდენტმა აბელარდო დე ლა ესპრიელამ მომხდარში „ნარკოტერორიზმი“ დაადანაშაულა, თუმცა დეტალები არ გაუვრცელებია. როგორც BBC წერს, ბოლო პერიოდში შეიარაღებულმა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა თავდასხმები გაააქტიურეს. როგორც ჩანს, ეს საპასუხო ქმედებაა იმ შეტევაზე, რომელიც მათ წინააღმდეგ დე ლა ესპრიელამ დაიწყო.
სოციალურ ქსელში პრეზიდენტმა დაწერა, რომ მისი მთავრობა „პირდაპირ და მტკიცედ“ გასცემს პასუხს „დაღვრილი კოლუმბიური სისხლის თითოეული წვეთისთვის“.
ცნობისთვის, ზემოაღნიშნულ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე ჩრდილოეთ ქალაქ კუკუტაში პოლიციის შტაბ-ბინაზე დრონებით ასაფეთქებელი ნივთიერებები ჩამოყარეს.