კოლუმბიაში სატვირთო ავტომობილის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაშავდა
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, კოლუმბიის ქალაქ კუკუტაში სატვირთო ავტომობილის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაშავდა.
თავდასხმა ვენესუელასთან საზღვართან მდებარე ქალაქში მოხდა, პროისრაელელი არჩეული პრეზიდენტის აბელარდო დე ლა ესპრიელას, ინაუგურაციამდე ექვსი დღით ადრე.
„ამ დროისთვის, რვა პოლიციელი და სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა… ეს იყო საშინელი, ძალადობრივი აქტი და რაც მოხდა, სამწუხაროა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჯორჯ კვინტერომ, ნორტე-დე-სანტანდერის დეპარტამენტის უსაფრთხოების მდივანმა.
არჩეულმა პრეზიდენტმა აბელარდო დე ლა ესპრიელიამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა: „უმკაცრესად ვგმობ კუკუტაში ჩვენი ეროვნული პოლიციის წინააღმდეგ განხორციელებულ ლაჩრულ ტერორისტულ თავდასხმას… ტერორიზმი ვერ დააშინებს კოლუმბიას და ვერ გატეხს კოლუმბიელების გადაწყვეტილებას, იცხოვრონ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ“.