Loading data...
კოლუმბიამ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

კოლუმბიამ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელთან და იერუსალიმი პალესტინელების გენოციდში დაადანაშაულა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

“თუ პალესტინელი ერი განადგურდა, მთელი კაცობრიობა განადგურდება, ჩვენ ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ“, - განაცხადა კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ ბოგოტაში სიტყვით გამოსვლისას. პეტრომ განაცხადა, რომ 2 მაისიდან ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.

ისრაელმა საპასუხოდ კოლუმბიის პრეზიდენტის განცხადება დაგმო. „ისტორია აჩვენებს, რომ ის მონსტრების მხარეს დადგა“, - განაცხადეს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა პეტროს უწოდა „ანტისემიტი, რომელიც „ჰამასის“ მკვლელებს და მოძალადეებს ჯილდოს დაჰპირდა“.