Loading data...
„ყოჩაღ“ - ილონ მასკმა პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქსონია-ანჰალტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა ულტრამემარჯვენე პარტიას, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქსონია-ანჰალტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

მასკმა პარტიის ლიდერის, ალის ვაიდელის პოსტს უპასუხა, რომელშიც ვაიდელი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კანდიდატს, ულრიხ ზიგმუნდს არჩევნებში მიღწეულ შედეგს ულოცავს.

„ყოჩაღ“, - დაწერა მასკმა („Gut gemacht“).

მასკის კომენტარს ულრიხ ზიგმუნდი გამოეხმაურა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„გერმანია კვლავ გახდება ადგილი, სადაც ინვესტირება ღირს“, - დაწერა ზიგმუნდმა.