კლიჩკო: რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, გათბობის მიმდინარე სეზონი ყველაზე რთული იქნება

გათბობის მიმდინარე სეზონი ყველაზე რთული იქნება რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
„სრულმასშტაბიანი ომის წლების განმავლობაში დღეს ჩვენ წინაშეა გათბობის ყველაზე რთული სეზონის გამოწვევები. რადგან მოწინააღმდეგე განსაკუთრებით დაუნდობელია და სისტემატურად ესხმის თავს ერთდროულად ყველა ენერგეტიკულ და თბოობიექტებს. ხორციელდება მასიური თავდასხმები დრონებითა და რაკეტებით. ისინი ყველაფერს აკეთებენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
კლიჩკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სიტუაცია ძალიან რთულია“.
„და ახლა პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის, არამედ, ახალი გარემოებების გათვალისწინებით, სწრაფი და ეფექტიანი მოქმედების დროა“, - დასძინა კლიჩკომ.
მისი თქმით, კიევის საქალაქო საბჭომ არსებულ სიტუაციაში უნდა მიიღოს აუცილებელი და მნიშვნელოვანი საბიუჯეტო გადაწყვეტილებები, რაც დამატებითი ზომების განხორციელების საშუალებას იძლევა.
„ჩვენ მოგვიწევს თანხების გადანაწილება სხვა დაგეგმილი პუნქტებიდან. მესმის, რომ გადაწყვეტილებები რთულია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფომ კიევის ბიუჯეტიდან რვა მილიარდი გრივნა წაიღო“, - აღნიშნა კლიჩკომ.