1769158043
უცხოეთი
კლიჩკო: კიევში თითქმის 2000 მრავალსართულიანი შენობა გათბობის გარეშეა დარჩენილი
„დილის მონაცემებით, კიდევ 1940 მრავალსართულიანი შენობა გათბობის გარეშე რჩება“, - ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ტელეგრამზე იტყობინება.
მისი თქმით, სახლების უმეტესობა ქალაქის მარცხენა სანაპიროზე, ასევე პეჩერსკის რაიონში, გოლოსეევსკის და სოლომენსკის რაიონებში მდებარეობს.
ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, 650 შენობაში გათბობა აღდგა.
ამასთან, როგორც უკრაინული მხარე იტყობინება, რუსულმა ძალებმა უკრაინას 101 დრონით შეუტიეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსების 76 დრონი ჩამოაგდეს.
დარტყმები 12 ლოკაციაზე დაფიქსირდა.