Loading data...
კიტ კელოგი კვლავ კიევში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი კიევში კვლავ ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. 

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში უკრაინის დედაქალაქში 11 სექტემბერს ჩავიდა. ამავდროულად, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი დღე გაგრძელდება კელოგის ვიზიტი უკრაინაში.

კელოგი ბოლოს უკრაინას აგვისტოში ეწვია. მაშინ კელოგმა განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით დიპლომატიური მუშაობა მიმდინარეობდა. 

უცხოურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კიტ კელოგი 10 სექტემბრის ღამეს, მაშინ როდესაც რუსეთმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, პოლონეთში მიემგზავრებოდა.