Loading data...
კიტ კელოგი აცხადებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ძალიან ახლოსაა და ორ საკითხზეა დამოკიდებული

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა ძალიან ახლოსაა და ახლა ეს ორი მთავარი გადაუჭრელი საკითხის მოგვარებაზეა დამოკიდებული - უკრაინის დონბასის რეგიონის მომავალი და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური.

კელოგის თქმით, კონფლიქტის მოგვარების მცდელობები „ბოლო 10 მეტრშია“ და ეს ყველაზე რთულია. 

„თუ ამ ორ საკითხს მოვაგვარებთ, ვფიქრობ, დანარჩენი საქმეები საკმაოდ კარგად მოგვარდება. თითქმის მივედით. ჩვენ ნამდვილად, ძალიან ახლოს ვართ“, - განაცხადა კიტ კელოგმა. 

ამასთან, თეთრი სახლის ლიდერის წარმომადგენელმა დასძინა, რომ „რეგიონული ომისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობისა და დაშავების მასშტაბები საშინელი და უპრეცედენტოა“.