Loading data...
კირილ დმიტრიევის თქმით, რუსეთისა და ალასკას დამაკავშირებელი გვირაბი აშენდება

„ბერინგის სრუტის გვირაბი, რომელიც რუსეთსა და ალასკას დააკავშირებს, აშენდება და პროექტის გაგრძელების შესახებ შეთანხმებას 5 ივნისს მოაწერენ ხელს“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი. 

„გვირაბთან დაკავშირებით ხვალ, 5 ივნისს გვექნება სიახლე: ჩვენ ვაწერთ ხელს შეთანხმებას გვირაბის პროექტირების გაგრძელების შესახებ. გვირაბი იქნება… ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტი ჩვენს ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა კირილ დმიტრიევმა.

ცნობისთვის, ოქტომბერში კირილ დმიტრიევმა წარადგინა გვირაბის პროექტი, რომელიც რუსეთსა და ალასკას ბერინგის სრუტის გავლით დააკავშირებდა.

მისი თქმით, ტრადიციული მეთოდებით აშენების შემთხვევაში, პროექტი 65 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება, ხოლო ილონ მასკის The Boring Company-ის ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში - რვა მილიარდ დოლარზე ნაკლები. მშენებლობას შესაძლოა, რვა წელზე ნაკლები დრო დასჭირდეს.