Loading data...
კირილ დმიტრიევის განცხადებით, პუტინსა და ტრამპს შორის დიალოგს გლობალური სიტუაციის შეცვლა შეუძლია

რუსეთის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელის, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევის განცხადებით, კრემლისა და თეთრი სახლის ლიდერებს შორის დიალოგს გლობალური სიტუაციის შეცვლა შეუძლია. 

„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შორის დიალოგს შეუძლია შეცვალოს გლობალური სიტუაცია და გააძლიეროს გლობალური უსაფრთხოება“, - განაცხადა დმიტრიევმა. 

ინფორმაციისთვის, 15 აგვისტოს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯის აეროპორტში შეხვდნენ.