Loading data...
კირილ დმიტრიევი: უკრაინაში ომი ერთ წელიწადში დასრულდება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა საუდის არაბეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ერთ წელიწადში დასრულდება, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

„დარწმუნებულები ვართ, რომ მშვიდობის გზაზე ვდგავართ და, როგორც მშვიდობისმყოფელებმა, ჩვენ ეს უნდა განვახორციელოთ“, - აღნიშნა დმიტრიევმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა უკრაინაში მშვიდობა ერთ წელიწადში, დმიტრიევმა უპასუხა: „მე მჯერა, რომ კი“.

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, გასულ კვირას შეერთებულ შტატებში ყოფნისას დმიტრიევმა უკვე განაცხადა, რომ უკრაინა, რუსეთი და შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, ომის „დიპლომატიური გადაწყვეტის“ მიღწევასთან ახლოს არიან.