1770279108
უცხოეთი
კირილ დმიტრიევი: უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხში პროგრესია, წინსვლა პოზიტიური მიმართულებით მიდის
უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხში პროგრესი შეინიშნება და ორივე მხარე წინ მიიწევს, - ამის შესახებ უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ არის პროგრესი, წინსვლა კარგი და პოზიტიური მიმართულებით მიმდინარეობს“, - აცხადებს დმიტრიევი.
დმიტრიევის თქმით, ევროპა ცდილობს, ხელი შეუშალოს მშვიდობიანი მოგვარების პროცესს.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, ევროპიდან და ბრიტანეთიდან „ომის მომხრეები გამუდმებით ცდილობენ ამ პროცესში ჩარევას“.