კირილ დიმიტრიევი აცხადებს, რომ საჯარო განცხადებების მცირე რაოდენობის მიუხედავად, რუსეთისა და აშშ-ის დიალოგი გრძელდება
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელის კირილ დიმიტრიევის განცხადებით, საჯარო განცხადებების მცირე რაოდენობის მიუხედავად, რუსეთისა და აშშ-ის დიალოგი გრძელდება.
„დიალოგი გრძელდება, მიუხედავად ჩვენი მტრების მცდელობისა, ან ჩაშალონ ის, ან დეზინფორმაცია მიაწოდონ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. რადგან ცხადი ხდება, რომ უკრაინის მხრიდან ესკალაცია ძალიან არასწორი ნაბიჯი იყო და, რა თქმა უნდა, არ ეხმარება უკრაინას, ჩვენი პარტნიორები სულ უფრო მეტად ერთვებიან დიალოგში“, – აცხადებს დიმიტრიევი.
რუსეთის, აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით დიმიტრიევმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთს ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს როგორც ეკონომიკასთან, ასევე სამშვიდობო შეთანხმებებთან დაკავშირებით.