1778525648
უცხოეთი
კირილ ბუდანოვის განცხადებით, ზელენსკისა და პუტინს შორის საუბარი მოულოდნელად არ შედგება
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის საუბარი მოულოდნელად არ შედგება.
ბუდანოვმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს განცხადებას უპასუხა, რომ ზელენსკიმ პუტინთან შესახვედრად ჯერ მასთან უნდა დარეკოს.
ბუდანოვმა თავდაპირველად ხუმრობით თქვა, რომ „მეომარ ქვეყნებს შორის სახელმწიფოთაშორისი სატელეფონო ხაზები გათიშულია“ და რომ „ასეთი ზარები მობილური ტელეფონებით არ შეიძლება, განხორციელდეს“.
„სერიოზულად რომ ვთქვათ, თუ რუსეთი ნამდვილად მზად არის სერიოზული საუბრისთვის, უკრაინაც მზად იქნება“, - აღნიშნა კირილ ბუდანოვმა.
მანვე დასძინა, რომ მშვიდობის დამყარება სისუსტის ნიშანი არ არის, არამედ საღი აზრის დასტურია.