Loading data...
კირილ ბუდანოვი: სამწუხაროდ, პოლონეთის პრეზიდენტმა ჩვენი ხალხის მიმართ არამეგობრული ნაბიჯი გადადგა, უარს ვამბობ პოლონეთისგან მიღებულ ორდენზე

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი პოლონეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის პრეზიდენტისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის საკითხს გამოეხმაურა. 

როგორც ბუდანოვმა პლატფორმა X-ზე აღნიშნა, პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ უკრაინელი ხალხის მიმართ არამეგობრული ნაბიჯი გადადგა.

„სამწუხაროდ, პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ჩვენი ხალხის მიმართ არამეგობრული ქმედება გამოიყენა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტს ჩამოართვა „თეთრი არწივის“ ორდენი, რომელიც მანამდე ჰქონდა მინიჭებული. 

უდავოდ, ეს არის საჩუქარი მოსკოველი აგრესორისთვის, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს ორივე ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენს ხალხებს დიდი ხნის ურთიერთობები და ისტორიის მრავალფეროვანი გვერდები აქვთ - როგორც გმირული, ასევე ტრაგიკული. თუმცა, ეს უნდა იყოს ღრმა ფიქრის და არა უხეში პოლიტიკური სპეკულაციის საფუძველი. 

ამის გათვალისწინებით, უარს ვამბობ „ოფიცრის ჯვრის” ორდენზე პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“, - აცხადებს კირილ ბუდანოვი.