1750936832
უცხოეთი
ყირგიზეთის პარლამენტმა პორნო საიტები აკრძალა

ყირგიზეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ქვეყანაში პორნო საიტებს კრძალავს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ინტერნეტპროვაიდერები ვალდებულები არიან, რომ ასეთ სერვისებზე მომხმარებელთა წვდომა დაბლოკონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ლიცენზიის დაკარგვა ემუქრებათ.
როგორც ყირგიზეთის პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დოკუმენტი „საზოგადოების ზნეობრივი ფასეულობების დაცვას“ ისახავს მიზნად. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, მარლენ მამათალიევის თქმით, „მსგავსი უზნეო საქმეები არ შეესაბამება ქვეყნის მოსახლეობის ხალხურ ფასეულობებს“.