Loading data...
კირბი: სერიოზულად ვიღებთ რუსეთის მუქარას, პოლონეთში საჰაერო თავდაცვის ბაზის განადგურებასთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატები გამოეხმაურა რუსეთის მუქარას პოლონეთში საჰაერო თავდაცვის ახალი ბაზის განადგურებასთან დაკავშირებით.

როგორც თეთრი სახლის მრჩეველმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, აშშ ამ მუქარებს სერიოზულად იღებს. 

„ასეთი მუქარები სერიოზულად უნდა იქნეს მიღებული და ჩვენ ასეც ვიქცევით. როგორი უგუნური და უპასუხისმგებლოც არ უნდა იყოს ასეთი მუქარები“, - ამბობს კირბი. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი, „დასავლური სამხედრო ობიექტების ხასიათისა და მათგან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით“, 13 ნოემბერს პოლონეთის ქალაქ რეძიკოვოში ამოქმედებულ ბაზას სახელად Aegis Ashore, „პოტენციური განადგურების პრიორიტეტული სამიზნეების“ ჩამონათვალში მოიაზრებს.