Loading data...
კირბი: რაფაჰში ოპერაცია „ჰამასს“ ვერ დაამარცხებს

რაფაჰში ოპერაცია „ჰამასს“ ვერ დაამარცხებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველმა ჯონ კირბიმ განაცხადა

მისი თქმით, „ჰამასის“ განადგურებისთვის არსებობს უკეთესი გზებიც, ვიდრე მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებაა.

კირბი აცხადებს, რომ აშშ-ისრაელის კონსულტაციები რაფაში ძირითადი სახმელეთო ოპერაციის ალტერნატივების შესახებ ისევ მიმდინარეობს.

„ეს არჩევანია, რომლის გაკეთებაც ისრაელს მოუწევს და იმედი გვაქვს, რომ ისრაელი ამას გააკეთებს“, - დასძინა კიბრიმ.