Loading data...
კირ სტარმერმა ტრამპთან საუბრისას უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმებს „ბარბაროსული“ უწოდა

აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებმა დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, ორმა ლიდერმა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს, მათ შორის, გასულ ღამეს რუსეთის საჰაერო დარტყმები. 

კირ სტარმერმა ტრამპთან საუბრისას უკრაინაზე რუსეთის საჰაერო იერიშებს „ბარბაროსული“ უწოდა. 

„პუტინის სასტიკი თავდასხმები კრიტიკულ ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგეტიკულ სისტემებზე, განსაკუთრებით უზნეო იყო, რადგან ტემპერატურა -20 გრადუს ცელსიუსზე დაბალი იყო“, - განაცხადა სტარმერმა.