1747074781
უცხოეთი
კირ სტარმერის სახლში გაჩენილ „საეჭვო“ ხანძარს კონტრტერორისტული პოლიცია იძიებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის ლონდონურ სახლში „საეჭვო“ ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ POLITICO გვიყვება.
ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, რომ მოულოდნელად, ძლიერი აფეთქების ხმა გაიგო, რასაც მინის მსხვრევის ხმა მოყვა.
ლონდონის სახანძრო ეკიპაჟმა ხანძარი სწრაფად ჩააქრო, თუმცა დაზიანებულია შესასვლელი კარი, რის გამოც, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მედიის ცნობით, არავინ დაშავებულა.
მომხდარს კონტრტერორისტული პოლიცია იძიებს, რადგან ხანძრის გაჩენის მიზეზს ისინი „საეჭვოს“ უწოდებენ.