Loading data...
კირ სტარმერი ვაშინგტონში ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას ადასტურებს

ვაშინგტონში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების დაგეგმილ შეხვედრაში, სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე სტარმერი მზად არის, მხარი დაუჭიროს მოლაპარაკებების შემდგომ ფაზას და დაადასტურებს, რომ მისი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.