Loading data...
კირ სტარმერი სოციალური მედიის შესახებ კანონპროექტის მიღებას მომდევნო თვეებში გეგმავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მთავრობა რამდენიმე თვეში გეგმავს კანონმდებლობის მიღებას, რომელიც დაარეგულირებს ბავშვების სოციალურ მედიაზე წვდომას და ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტების გამოყენებას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს ახალგაზრდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის გასაუმჯობესებლად. თუმცა, აღნიშნა, რომ ეს სულაც არ ნიშნავს სოციალური მედიის სრულ აკრძალვას 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

სტარმერმა აღნიშნა, რომ მთავრობა სამი თვის განმავლობაში კონსულტაციებს აწარმოებდა იდეის მხარდამჭერებთან და მოწინააღმდეგეებთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ყველა არგუმენტი უნდა იყოს გათვალისწინებული. 

ინფორმაციისთვის, სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას გეგმავენ საბერძნეთში, ესპანეთსა და ჩეხეთშიც.