Loading data...
კირ სტარმერი: რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი ახლო აღმოსავლეთში, მით უფრო სავარაუდოა, რომ მას ეკონომიკაზე გავლენა ექნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ომის გამო დიდი ბრიტანეთი სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ერთობლივად, რათა ადამიანებსა და ბიზნესზე ეკონომიკური ზეგავლენა მინიმუმამდე დაიყვანონ. 

„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო გაიზრდება ალბათობა, რომ ეს გავლენას მოახდენს ჩვენს ეკონომიკაზე, ასევე თითოეული ადამიანის ცხოვრებასა და ბიზნესზე“, - აცხადებს სტარმერი. 

მისივე თქმით, მთავრობის ამოცანაა „ამას წინ აღუდგეს“. 

„მთავრობა  ესაუბრება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს იმის შესახებ, თუ რა შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ“, - აცხადებს სტარმერი.