Loading data...
კირ სტარმერი გადადგომას არ აპირებს - Reuters

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მიანიშნა, რომ არ აპირებს გადადგომის შესახებ მოწოდებების გათვალისწინებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

ეს განცხადება მოჰყვა უკვე მეორე თანაშემწის გადადგომას, რაც აშშ-ში ელჩად პიტერ მანდელსონის დანიშვნასთან დაკავშირებულ უკმაყოფილებას უკავშირდება.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა პიტერ მანდელსონის დანიშვნის გამო, რომლის მჭიდრო კავშირები ჯეფრი ეპშტეინთან საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ამ ფონზე სტარმერმა სცადა, მოვლენების ნარატივი შეეცვალა.

მაგრამ შოტლანდიის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, ანას სარვარის მოთხოვნამ მისი გადადგომის შესახებ და ბოლო ორ დღეში უკვე მეორე მაღალჩინოსანი თანაშემწის წასვლამ, ვერ შეამცირა კითხვები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებების სისწორესა და ქვეყნის მართვის უნართან დაკავშირებით.

ბრიტანეთის ლიდერი შეეცადა თანამშრომლებისთვის განწყობა აემაღლებინა და ერთიანობისკენ მოეწოდებინა, როდესაც დაუნინგ-სტრიტის ოფისში პერსონალს სიტყვით მიმართა. მან კიდევ ერთხელ გამოხატა სინანული აღნიშნულ დანიშვნასთან დაკავშირებით.