Loading data...
კირ სტარმერი აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს მიესალმება

„დიდი ბრიტანეთი ინფორმირებული იყო აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი. 

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებს მიესალმება და იმედს გამოთქვამს, რომ სიტუაციის დეესკალაციას და კონფლიქტის დასრულებას რაც შეიძლება მალე იხილავს.

„მივესალმები აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას. მოლაპარაკებებით მიღწეული შეთანხმება ირანს მკაცრ პირობებს უნდა უწესებდეს, განსაკუთრებით ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.