1737310874
უცხოეთი
კირ სტარმერი: ახლა უნდა ვიხილოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარჩენილი ეტაპების განხორციელება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ემილი დამარის გათავისუფლებას „არაჩვეულებრივს“ და „დიდი ხნის დაგვიანებულს“ უწოდებს.
სტარმერის თქმით, მიუხედავად ამ კარგი ამბისა, ეს ასევე ასახავს კიდევ ერთ ტანჯვის დღეს მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა სახლში.
„ახლა ჩვენ უნდა ვიხილოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარჩენილი ეტაპების განხორციელება სრულად და დროულად, მათ შორის დარჩენილი მძევლების გათავისუფლება და ჰუმანიტარული დახმარების შესვლა ღაზაში“, - აღნიშნა სტარმერმა.
The IDF releases footage showing the moment the Red Cross handed over hostages Romi Gonen, Emily Damari, and Doron Steinbrecher to special forces in the Gaza Strip. pic.twitter.com/8Ht21aXRfM
— Emanuel (Mannie) Fabian (@manniefabian) January 19, 2025