Loading data...
კიოლნში აფეთქებების ორგანიზატორი საფრანგეთში დააკავეს

გერმანიის პროკურატურამ საფრანგეთს დამნაშავის ექსტრადირების თხოვნით მიმართა, რათა მან კიოლნში და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონში აფეთქებებში და ადამიანთა გატაცებაში ეჭვმიტანილი პირი გადასცეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილი მაფიოზური დაჯგუფების წევრია, რომელიც ნარკოტრაფიკით არის დაკავებული.

საუბარია 22 წლის პირზე, რომელიც 1 ოქტომბერს პოლიციამ პარიზის დე გოლის სახელობის აეროპორტში დააკავა. ამ ადამიანზე გერმანიის სამართალდამცავი ორგანოები თვალთვალს ახორციელებდნენ, მაგრამ ივნისში ის გაუჩინარდა და შემდეგ ეჭვმიტანილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

სამართალდამცველთა ინფორმაციით, კიოლნში მომხდარი აფეთქებები ნარკოტიკების გავრცელებაზე მომუშავე დაჯგუფებებს შორი კრიმინალურ გარჩევებს უკავშირდება. ზაფხულში ერთ-ერთი ბანდის საწყობიდან კანაბისის დიდი პარტია გაქრა, რასაც ძალადობის ესკალაცია მოჰყვა.

აგვისტოში პოლიციამ კიოლნში ორი გატაცებულის გათავისუფლების ოპერაცია ჩაატარა. იმავე თვეში, ქალაქში 7 აფეთქება მოხდა, რომლის დროს კრიმინალები ბანკომატებიდან ფულის გატაცებას ცდილობდნენ.

ამის შემდეგ რეგიონში კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა. 16 სექტემბერს ბომბი ერთ-ერთ ღამის კლუბთან აფეთქდა, ხოლო 2 დღეში აფეთქება იმავე რაიონში მოხდა, ხოლო კიდევ სამ დღეში ბოროტმოქმედებმა ბონში კერძო სახლის კარების აფეთქება სცადეს.