1772003157
უცხოეთი
კიმ ჩენ ინმა 13 წლის ქალიშვილს სარაკეტო პროგრამის კურირება დაავალა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, 13 წლის ქალიშვილს, კიმ ჩჟუ ე-ს ქვეყნის სარაკეტო პროგრამის კურირება დაავალა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
სამხრეთკორეული მედიის ცნობით, კიმ ჩჟუ ე უკვე ჩართულია სარაკეტო უწყების მუშაობაში. ფორმალურად ამ სტრუქტურას სხვა მაღალჩინოსანი უდგას სათავეში, მაგრამ ხშირად გენერლები ანგარიშებს სწორედ კიმ ჩენ ინის შვილს აბარებენ.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს ფაქტი ძალაუფლების გადაბარებისთვის მზადებას შეიძლება ნიშნავდეს. ჩრდილოეთ კორეელი დიქტატორის შვილი ნელ-ნელა სამხედრო ვერტიკალში შეჰყავთ და მის სახეს ქვეყნის ბირთვულ-სარაკეტო პოტენციალთან აკავშირებენ.
კიმ ჩჟუ ე ბოლო დროს სულ უფრო ხშირად დადის მამასთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებზე, ძირითადად, სამხედრო წვრთნებზე და იარაღის გამოცდაზე.