Loading data...
კიმ ჩენ ინი თავის ქალიშვილთან ერთად ფრთოსანი რაკეტის გამოცდას დაესწრო - Associated Press

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და მისი 13 წლის ქალიშვილი სამხედრო ხომალდიდან გაშვებული სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების გამოცდას დაესწრნენ. ინფორმაციას Associated Press-ი კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოზე (KCNA) დაყრდნობით ავრცელებს. 

KCNA-ის გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, როგორ სხედან კიმ ჩენ ინი და მისი ქალიშვილი საკონფერენციო დარბაზში და უყურებენ ეკრანს, რომელზეც გამანადგურებელი Choe Hyon-იდან რაკეტის გაშვების კადრებია ასახული.

ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კიმ ჩენ ინმა ხაზი გაუსვა „ბირთვული ომის წინააღმდეგ ძლიერი და საიმედო შემაკავებელი ძალის“ შენარჩუნების აუცილებლობას.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ქალიშვილი, რომლის სახელიც, სავარაუდოდ, კიმ ჩჟუ ე არის 13 წლისაა და მამას, 2022 წლიდან მრავალ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ახლავს თან, მათ შორის სამხედრო აღლუმებზე. 

ინფორმაციისთვის, მარტის დასაწყისში კიმ ჩენ ინი ახალი გამანადგურებლის სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების გამოცდას დაესწრო.