კიევზე რუსული ძალების საჰაერო იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა
4-5 იანვარს, ღამით, კიევის ოლქზე რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შეტევა სამედიცინო დაწესებულების შენობაზე განხორციელდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„შენობას ხანძარი გაუჩნდა, რომელიც ლიკვიდირებული იყო. შენობის დათვალიერების შედეგად ერთი ცხედარი იყო აღმოჩენილი. სამი ადამიანი დაშავდა, 25 პირის ევაკუაცია მოხდა“, - წერია ინფორმაციაში.
ობოლონსკის საოლქო ადმინისტრაციის უფროსის, კირილ ფესიკის თქმით, შენობას დრონის ნამსხვრევები მოხვდა. აფეთქების მომენტში დაწესებულებაში 70-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
კიდევ ერთი ადამიანი ფასტოვოს რაიონში დაიღუპა. ეს არის 1951 წელს დაბადებული კაცი, რომლის ცხედარი საკუთარ სახლში აღმოაჩინეს.
ამავე რაიონში 7 კერძო სახლი და ერთი კორპუსი დაზიანდა. ასევე დაზიანდა გარაჟები და ორი ავტომობილი.
საჰაერო იერიშის შემდეგ ქალაქ სლავუტიჩს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, იერიშის დროს რუსულმა ძალებმა „ისკანდერის“ და S-300-ის ტიპის 9 რაკეტა, ასევე მოიერიშე დრონები გამოიყენეს.