1750138718
უცხოეთი
კიევზე რუსული ძალების საჰაერო იერიშს 14 ადამიანი ემსხვერპლა

რუსული ძალების მიერ 16-17 ივნისს, ღამით კიევზე განხორციელებულ მასირებულ საჰაერო იერიშს 14 ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაშავდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
რუსულმა ძალებმა იერიშის დროს დრონები და რეკეტები გამოიყენეს. შეტევები დასახლებულ ზონაზე განხორციელდა. როგორც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, დაშავებულია სულ მცირე 55 ადამიანი. 40 მათგანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
დაზიანებულია სახლები სოლომენსკის, სვიატოშინსკის, დარნიკის, დნეპრის, პოდოლსკის და ობოლონსკის რაიონებში. რამდენიმე კორპუსი ჩამოინგრა, ზოგიერთ ადგილას ხანძარი გაჩნდა.
გასულ კვირას რუსულმა ძალებმა მასირებული საჰაერო იერიში მიიტანეს ხარკოვზე, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა და 64 დაიჭრა.