Loading data...
კიევზე რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 4 ბავშვია

კიევზე რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ამის შესახებ კიევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტიმურ ტკაჩენკო იტყობინება. 

„მტრის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. სამწუხაროდ, დაღუპულებს შორის არიან ბავშვები“, - აცხადებს ტკაჩენკო. 

„რუსეთი ირჩევს ბალისტიკას და არა მოლაპარაკებების მაგიდას. ის ირჩევს მკვლელობის გაგრძელებას და არა ომის დასრულებას. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთს შედეგების არ ეშინია. რუსეთი კვლავ სარგებლობს იმით, რომ მსოფლიოს სულ მცირე ნაწილი თვალს ხუჭავს მოკლულ ბავშვებზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

ცნობისთვის, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ გასული ღამის განმავლობაში 600-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენეს.

უკრაინული მხარის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 589 დრონი გაანადგურა.