Loading data...
კიევზე რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

კიევზე რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ამის შესახებ კიევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტიმურ ტკაჩენკო იტყობინება. 

მისივე ინფორმაციით, დაშავებულია 48 ადამიანი.

„მტრის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12 ადამიანამდე გაიზარდა. სამწუხაროდ, მათ შორის სამი ბავშვია 2, 17 და 14 წლის“, - აცხადებს ტკაჩენკო. 

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ გასული ღამის განმავლობაში 600-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენეს. 

უკრაინული მხარის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 589 დრონი გაანადგურა.