1790149808
უცხოეთი
კიევზე რუსეთის იერიშს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც - უკრაინული მხარე
კიევზე განხორციელებული თავდასხმის დროს დაჭრილი კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.
მათივე ცნობით, კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, 23 სექტემბრის დილას რუსულმა ძალებმა კიევში ორ ბენზინგასამართ სადგურზე დრონებით მიიტანეს იერიში.
კლიჩკომ ასევე განაცხადა, რომ კიევში სოლომიანსკის რაიონში სატრანსპორტო კომპანიაში ხანძარი გაჩნდა.
რუსულმა ძალებმა კიევზე დარტყმა დაადასტურეს და განაცხადეს, რომ იერიში უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებულ სამიზნეებზე მიიტანეს.