Loading data...
კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი 12 წლის ბავშვია - უკრაინული მხარე

კიევზე რუსეთის მიერ დრონებითა და რაკეტებით იერიშის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ერთ-ერთი დაღუპული 2013 წელს დაბადებულია.

მანამდე კი, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, რომ დაღუპულებს შორის ერთ-ერთი მსხვერპლი 12 წლის გოგოა. 

„მაშველებმა დარნიცკის რაიონში სახლის ნანგრევებიდან 12 წლის გოგოს ცხედარი ამოასვენეს“, - განაცხადა კლიჩკომ.