Loading data...
კიევში ზამთრისთვის სურსათის და წყლის მარაგებს ქმნიან

კიევში ზამთრისთვის სურსათისა და წყლის მარაგებს ქმნიან. ეს იმ შემთხვევისთვის ხდება, თუ დიდი ხნით დენი გაითიშება ან სხვა საგანგებო სიტუაცია მოხდება. ინფორმაციას „რბკ უკრაინა“ ავრცელებს.

დახმარებას, პირველ რიგში, გაჭირვებული ოჯახები და კიევის ის მოქალაქეები მიიღებენ, ვინც რთულ სიტუაციაშია აღმოჩნდა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა თავდაცვის ტექნოლოგიური მიმართულების დარგში სერგეი ბერსკრესტოვმა განაცხადა, საკვების და საწვავის დეფიციტი უკრაინაში ზამთარში მოსალოდნელი არ არის. ყველაზე დიდ საფრთხეს ენერგეტიკის ობიექტებზე საჰაერო იერიშები ატარებს, ამიტომ გენერატორების და ფაუერბანკების შეძენა წინასწარ არის მიზანშეწონილი.