1783001744
უცხოეთი
კიევში რუსული ძალების იერიშის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 21-მდე გაიზარდა
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსული ძალების დრონებით და რაკეტებით იერიშის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი ადამიანების რიცხვი 21-მდე გაიზარდა.
მაშველები დედაქალაქში, დარნიცკის რაიონში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული დარტყმის ადგილზე, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს აგრძელებენ.
ინფორმაციისთვის, კიევში დარტყმები 20-ზე მეტ ობიექტზე განხორციელდა, მათ შორის უმეტესობა საცხოვრებელი შენობაა.
ასევე დაზიანდა სასწრაფო დახმარების ცენტრი, კვლევითი ინსტიტუტი, სასტუმრო და სხვადასხვა ბიზნესები.