Loading data...
კიევში რუსული ძალების იერიშის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, 40 კი - დაშავდა

კიევში რუსული ძალების იერიშის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი გაიზარდა. 

როგორც უკრაინული მხარე იტყობინება, დაიღუპა 2 ადამიანი, 40 კი - დაშავდა. 

„დილის 10:00 საათის მონაცემებით, ორი ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა 28 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს“, - აღნიშნულია კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციაში. 

ამასთან, კლიჩკოს თქმით, დაშავებულ 40 ადამიანს შორის, ორი ბავშვია.

ინფორმაციისთვის, რუსეთმა 14 მაისის ღამეს კიევზე იერიში მიიტანა. 

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 14 მაისის ღამეს რუსეთმა უკრაინას 675 დრონით და 56 რაკეტით შეუტია.