კიევში რუსული დრონი მოხვდა შენობას, სადაც ესტონეთის ელჩი ცხოვრობს
რუსული დრონი კიევში მაღალსართულიან შენობას მოხვდა, სადაც ესტონეთის ელჩი ანელი კოლკი ცხოვრობს. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ სოციალურ ქსელ X-ზე (Twitter) განაცხადა.
მინისტრის თქმით, გუშინ დილით რუსული დრონი დაეჯახა სახლს, სადაც ესტონელი დიპლომატი ცხოვრობს. საბედნიეროდ, ის არ დაშავებულა.
„უკრაინაში უსაფრთხოდ არავინ არის, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს თავის აგრესიას. უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვა სჭირდება, რათა დაიცვას საკუთარი მოსახლეობა. ჩვენ ამას არ უნდა შევეგუოთ“, - წერს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
Early yesterday, the building where #Estonian amb @AnnelyKolk lives in #Kyiv was hit by a Russian drone.
— Margus Tsahkna (@Tsahkna) November 8, 2024
She was lucky not to be harmed.
No one is safe in #Ukraine until Russia stops its aggression. 🇺🇦needs more air defense to protect its residents.
We must not get used to this. pic.twitter.com/bUTz3c5AT6