1768938847
უცხოეთი
კიევში მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი - ზელენსკი
კიევში 20 იანვრის საღამოს მდგომარეობით მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვისას განაცხადა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, დედაქალაქში შენობების მნიშვნელოვანი რაოდენობა - 4000-ზე მეტი მრავალსართულიანი შენობა - გათბობის გარეშეა.
„ყველა ძალა უნდა იყოს მიმართული მდგომარეობის შემსუბუქებისკენ. ოფიციალურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ არასტანდარტული წინადადებები, რომლებიც სიცოცხლის დაცვას უზრუნველყოფს და სამუშაო პროცესის გადაწყობას შეეხება, როგორ დავეხმაროთ ადამიანებს და როგორ დავუჭიროთ მხარი ბიზნესს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.