Loading data...
კიევში ლიეტუვის პრეზიდენტი და ლატვიის პრემიერი ჩავიდნენ

დღეს, 11 სექტემბერს, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები სოციალურ ქსელ X-ზე იტყობინებიან. 

ნაუსედამ განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

„უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა გადამწყვეტია მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, - დასძინა მან.

სილინამ აღნიშნა, რომ ლატვია უკრაინელ ხალხთან იქნება მათ გამარჯვებამდე და ყოველთვის მხარს დაუჭერს უკრაინას ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე.

შეგახსენებთ, დღეს კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემიც ჩავლენ.