1770100812
უცხოეთი
კიევში 1000-ზე მეტი სახლი გათბობის გარეშე რჩება
3 თებერვლის ღამეს რუსებმა კიევზე კიდევ ერთი მასშტაბური შეტევა წამოიწყეს , რამაც რამდენიმე უბანი დააზიანა და ორი უბანი გათბობის გარეშე დატოვა.
როგორც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, დედაქალაქის ინფრასტრუქტურაზე რუსების თავდასხმის შედეგად დარნიცკის და დნეპროვსკის რაიონები გათბობის გარეშე დარჩა.
ქალაქში ამჟამად სულ 1170 მაღალსართულიანი შენობა გათბობის გარეშეა. შესაბამისი სამსახურები აღდგენით სამუშაოებს იწყებენ.
ინფორმაციისთვის, გარდა კიევისა, რუსულმა ძალებმა ხარკოვზეც მიიტანეს იერიში.