Loading data...
კიევსა და მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ეუთოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ორგანიზაციის სახელით ორივე ქვეყანას იდეების სამი კრებული წარუდგინა და ახლა მათგან პასუხს ელოდება

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ იგნასიო კასისმა კიევსა და მოსკოვში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ორგანიზაციის სახელით ორივე ქვეყანას იდეების სამი კრებული წარუდგინა და ახლა მათგან პასუხს ელოდება. ამის შესახებ კასისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

კასისმა თქვა, რომ კიევსა და მოსკოვს „აბსოლუტურად იდენტური“ იდეების სამი კრებული წარუდგინა. 

იდეების პირველი ნაწილი ეხება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ დისკუსიას შეერთებული შტატების მიერ „ამ პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ტენდენციის კონტექსტში“. 

მეორე ნაწილი ეხება, რით შეიძლება იყოს სასარგებლო ეუთო სამშვიდობო პროცესის დროს ან რუსეთ-უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ. 

„ჩვენ გვაქვს ექსპერტიზა, გამოცდილება და, რა თქმა უნდა, კარგად ვაცნობიერებთ, რომ არსებობს ნდობის ნაკლებობა რამდენიმე წლის წინ სადამკვირვებლო მისიასთან არსებული გამოცდილების გამო“, – განაცხადა კასისმა.