Loading data...
კიევს ბალისტიკური რაკეტებით ბომბავენ - ვიტალი კლიჩკო

„დედაქალაქში თავდაცვის საჰაერო ძალები მოქმედებენ. კიევს ბალისტიკური რაკეტებით ბომბავენ“, - დაწერა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ Telegram-ზე და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. 

ამასთან, როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, უკრაინის დედაქალაქზე 10 დღის განმავლობაში პირველად განხორციელდა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმა. დაშავდა 20 ადამიანი. 

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რაკეტა ქალაქის ცენტრისკენ მიემართებოდა, იუწყება BBC-ის უკრაინული სამსახური.