Loading data...
„კიევმა ბოდიში უნდა მოიხადოს“ - საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი მეთევზეების მიერ უკრაინული სამხედრო დრონის აღმოჩენაზე

კიევმა ბოდიში უნდა მოიხადოს საბერძნეთის კუნძულთან მეთევზეების მიერ უკრაინული სამხედრო დრონის აღმოჩენის გამო, რამაც ათენში უსაფრთხოების კუთხით შეშფოთება გამოიწვია, - ამის შესახებ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოს დენდიასმა განაცხადა

„უკრაინამ ბოდიში  უნდა მოიხადოს“, - აღნიშნა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა და დასძინა, რომ კიევმა, ასევე, უნდა დაარწმუნოს ათენი, რომ ეს აღარ განმეორდება.

ცნობისთვის, უკრაინული საზღვაო დრონი გასულ კვირას მეთევზეებმა იონიის ზღვაში, კუნძულ ლეფკადასთან შეამჩნიეს. გავრცელებული ინფორმაციით, დრონს 100 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდა და რადარისთვის მისი აღმოჩენა რთული იყო.