1795412156
უცხოეთი
კიევის ოლქის ქალაქ დიმერში რუსული ავიაიერიშის შედეგად ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა - დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის ოლქის ქალაქ დიმერში რუსული ავიაიერიშის შედეგად 5-სართულიანი შენობა ჩამოინგრა.
კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ტიმურ ტკაჩენკოს თქმით, დაღუპულთა რიცხვი ათ ადამიანამდე გაიზარდა.
სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ნანგრევებიდან ცხედრების ამოსვენება გრძელდება.
მაშველებმა 79 წლის ქალი და 7 წლის ბიჭი ცოცხლები გამოიყვანეს. ბავშვმა შენობის კონსტრუქციების ქვეშ თითქმის 14 საათი გაატარა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საცხოვრებელ შენობას რუსული „შაჰედის“ ტიპის დრონი მოხვდა, რამაც სადარბაზო ფაქტობრივად გაანადგურა.