Loading data...
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

28 აგვისტოს ღამით კიევზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიღუპა და ათობით დაშავდა, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტყობინება. 

„დღევანდელი რუსული რაკეტები და დამრტყმელი დრონები არის მკაფიო პასუხი მსოფლიოს, მათთვის, ვინც კვირებით და თვეებით ცეცხლის შეწყვეტისა და რეალური დიპლომატიის მოწოდებით გამოდიოდა. რუსეთი ირჩევს ბალისტიკას და არა მოლაპარაკებების მაგიდას. ის მკვლელობების გაგრძელებას და არა ომის დასრულებას ირჩევს. და ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთს შედეგების დღემდე არ ეშინია“, - აცხადებს ზელენსკი

ინფორმაციისთვის, რუსეთმა გვიან ღამით კიევზე კომბინირებული საჰაერო იერიში მიიტანა.