19 მაისი 12:55
უცხოეთი
„კიბო ყველას გვეხება“ - ჯო ბაიდენის პირველი განცხადება კიბოს დიაგნოზის შემდეგ

თეთრი სახლის ექსლიდერი ჯო ბაიდენი პროსტატის სიმსივნის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს. 

„კიბო ყველას გვეხება. როგორც ბევრმა თქვენგანმა, მე და ჯილმაც ვისწავლეთ, რომ ყველაზე ძლიერები რთულ პერიოდებში ვართ. მადლობა მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის,“ - აცხადებს ბაიდენი. 

ინფორმაციისთვის, თეთრი სახლის ყოფილ ლიდერ ჯო ბაიდენს ექიმებმა პროსტატის სიმსივნის აგრესიული ფორმა დაუსვეს.

  • 82 წლის ბაიდენმა თანამდებობა იანვარში დატოვა და ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი გახდა.