Loading data...
ხორვატიის რეგიონული განვითარებისა და ევროკავშირის ფონდების ყოფილი მინისტრი ევროკავშირის სახსრების პირადი მიზნებით გამოყენებისთვის დააკავეს

ხორვატიის რეგიონული განვითარებისა და ევროკავშირის ფონდების ყოფილი მინისტრი ევროკავშირის სახსრების კერძო ვახშმებზე ხარჯვისთვის დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

გაბრიელა ჟალაცს ბლოკის სახსრების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებისთვის შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ზაგრების სასამართლომ დაადგინა, რომ ხარჯები არა სამსახურებრივი, არამედ პირადი მიზნებისთვის გამოიყენებოდა. ირკვევა, რომ ხორვატიის ყოფილმა მინისტრმა 2017 წლის მაისიდან 2019 წლის ივლისამდე პერიოდში, სულ მცირე, ცხრაჯერ გასცა ბრძანება, რომ თავისი პირადი ხარჯები, მათ შორის დაბადების დღის წვეულებები, სახელმწიფოს სახსრებით დაეფინანსებინათ.

ევროპის პროკურატურაში აცხადებენ, რომ კვების ობიექტებში პირადი სარგებლისთვის სახელმწიფო სახსრების ხარჯვით გაბრიელა ჟალაცმა დაახლოებით 10 ათასამდე ევროს ოდენობით მატერიალური სარგებელი მიიღო. მანამდე ყოფილმა მინისტრმა ეს თანხა გამოძიებისთვის მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციის სახით სრულად გადაიხადა.